ჰადას მეიცადი - ისრაელის სახელით, გვსურს, პატივისცემით გამოვხატოთ აღფრთოვანება საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც 9 აპრილს გამორჩეული სიმამაცით გამოხატეს სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ
გვსურს, ღრმა პატივისცემით გამოვხატოთ აღფრთოვანება საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც 9 აპრილს გამორჩეული სიმამაცით გამოხატეს სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ, – ამის შესახებ საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი „ფეისბუქში“ წერს.
„ისრაელის ხალხისა და სახელმწიფოს სახელით, გვსურს, ღრმა პატივისცემით გამოვხატოთ ჩვენი აღფრთოვანება საქართველოსა და მისი მოქალაქეების მიმართ, რომლებმაც 9 აპრილს მტკიცედ და გამორჩეული სიმამაცით გამოხატეს სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ.
თავისუფლება იყო და არის ის ღირებულება, რომლის დაცვა არის ის წამყვანი პრინციპი, რომელსაც იზიარებენ როგორც ქართველები, ასევე ისრაელელები“, – აღნიშნავს ელჩი ჰადას მეიცადი.