„ჰაბერთურქის“ მონაცემებით, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე 600-ზე მეტმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა
თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში, საქართველოს საარჩევნო უბნებზე საკუთარი პოზიცია 600-ზე მეტმა ამომრჩეველმა დააფიქსირა.
„ჰაბერთურქის“ მონაცემებით, ამომრჩევლების 63,58%-მა ხმა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, ქემალ ქილიჩდაროღლუს მისცა, მეორე ადგილზე კი თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანია 31,34%-ით.
შეგახსენებთ, წინასწარი მონაცემებით, თურქეთში ამ დროისთვის დათვლილია უბნების 98 პროცენტი. პირველ ადგილზეა თურქეთის მოქმედი პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი 49,35%-ით, ხოლო მეორე ადგილზე გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ქემალ ქილიჩდაროღლუ 45%-ით.
იმ შემთხვევაში, თუ ვერც ერთი საპრეზიდენტო კანდიდატი ხმათა 50 პროცენტზე მეტს ვერ აიღებს, მეორე ტური ინიშნება.