ჰააგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, გერმანიის წინააღმდეგ არ გამოსცეს დროებითი ზომები ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის გამო
მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, არ გამოსცეს დროებითი ზომები გერმანიის წინააღმდეგ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვის გამო. ღაზაში „ჰამასის“ წინააღმდეგ ისრაელის ომთან დაკავშირებით, დროებითი ზომების დაწესებას ნიკარაგუა ითხოვდა.
ნიკარაგუამ ჰააგის სასამართლოს გერმანიის წინააღმდეგ თებერვალში მიმართა, სადაც ბერლინი დაადანაშაულა გენოციდის კონვენციის დარღვევაში ისრაელისთვის იარაღის მიყიდვისა და პალესტინის ჰუმანიტარული სააგენტოსთვის სახსრების შეჩერების გამო.
„მხარეთა მიერ წარმოდგენილი ფაქტობრივი ინფორმაციისა და სამართლებრივი არგუმენტების საფუძველზე სასამართლო ასკვნის, რომ ამჟამად გარემოებები არ არის ისეთი, რომ მოითხოვდეს დებულების 41-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას დროებითი ზომების მითითებით“, – განაცხადა სასამართლოს პრეზიდენტმა, ნავაფ სალამმა.