ჰააგაში დააკავეს დემონსტრანტები, რომლებმაც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის შენობაში შეჭრა სცადეს
ჰააგაში დააკავეს 50 დემონსტრანტი, რომლებიც ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის შენობაში შეჭრას ცდილობდნენ. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, დაკავებულთა უმეტესობა ნიდერლანდებში ქურთების სათვისტომოს წევრია. დემონსტრანტები თურქეთის მიერ ქურთების სოფლებზე ქიმიური იარაღით განხორციელებულ თავდასხმებს აპროტესტებდნენ.
თურქეთი მსგავს თავდასხმებთან კავშირს უარყოფს.