უკრაინული მედიის ცნობით, მარიუპოლში რუსეთის ძალებმა დაუდგენელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს
უკრაინული მედიის ცნობით, მარიუპოლში რუსეთის ძალებმა დაუდგენელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს

რუსეთის ძალებმა მარიუპოლში დაუდგენელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია „აზოვის პოლკზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც „აზოვის პოლკის“ განცხადებაშია ნათქვამია, საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლში უკრაინელი სამხედროებისა და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ უცნობი წარმომავლობის მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს, რომელიც მტრის ძალების უპილოტო საფრენი აპარატიდან ჩამოაგდეს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაშავებულებს სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებათ. უკრაინული მედიის ცნობით, დაუდგენელი ნივთიერების გამოყენების შედეგები ზუსტდება.