იენს სტოლტენბერგი - რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავდეს
იენს სტოლტენბერგი - რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავდეს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა, უკრაინაში ქიმიური იარაღის გამოყენებას გეგმავდეს. მისი თქმით, ამგვარი ნაბიჯი ომის დანაშაული იქნება.

როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ბოლო დღეებში ჩვენ გვესმის აბსურდული განცხადებები ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის ლაბორატორიების შესახებ“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა და აღნიშნა, რომ კრემლი ქმნის ყალბ საბაბს, რათა გაამართლოს ის, რისი გამართლებაც შეუძლებელია.

„ახლა, როდესაც ეს ყალბი განცხადებები გაკეთდა, ჩვენ სიფრთხილე უნდა შევინარჩუნოთ, რადგან შესაძლებელია, რომ რუსეთი თავად გეგმავდეს ქიმიური იარაღის გამოყენებით ოპერაციებს ამ სიცრუის ფაბრიკაციის ქვეშ. ეს ომის დანაშაული იქნება“, – განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.