ჯონ კირბი აცხადებს, რომ პენტაგონი ვერ ადასტურებს გავრცელებულ ცნობებს რუსეთის მიერ მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ
ჯონ კირბი აცხადებს, რომ პენტაგონი ვერ ადასტურებს გავრცელებულ ცნობებს რუსეთის მიერ მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ

პენტაგონი ვერ ადასტურებს გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსეთის ძალებმა მარიუპოლში ქიმიური იარაღი გამოიყენეს.

„სიენენის“ ცნობით, ამის შესახებ პენტაგონის პრესსპიკერმა, ჯონ კირბიმ განაცხადა; თუმცა აშშ-ის თავდაცვის უწყებაში შეშფოთებული არიან რუსეთის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შესაძლებლობით. ჯონ კირბის თქმით, აშშ განაგრძობს სიტუაციის მონიტორინგს.

„ეს ცნობები სიმართლეს თუ შეესაბამება, ღრმად შემაშფოთებელია და ასახავს ჩვენს შეშფოთებებს, რომელიც გვაქვს რუსეთის მიერ უკრაინაში არეულობებს კონტროლის საშუალებების პოტენციური გამოყენების გამო, მათ შორის ცრემლსადენი გაზის ქიმიურ აგენტებთან შერევით“, – განაცხადა ჯონ კირბიმ.

„აზოვის პოლკმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის ძალებმა მარიუპოლში ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს და მოწამვლის ნიშნები სამ ადამიანს გამოუვლინდა. ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა ქიმიური იარაღი მარიუპოლში, ქარხანა „აზოვსტალში“ გამოიყენეს.