გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საჩხერე-ონის გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე კლდის მასა ჩამოიშალა და მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საჩხერე-ონის საავტომობილო გზის მე-12 კილომეტრზე (სოფელი უზუნთა) ჩამოიშალა მიწა-კლდის მასა.
უწყების ცნობით, ამის გამო, გზის ამ მონაკვეთზე, შესაბამისი გაწმენდითი ღონისძიებების გატარებამდე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.