გზების დეპარტამენტი - სტიქიის ზონაში მუშაობა გრძელდება, ამ დროისთვის 78 ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, ძებნისა და კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე დღვიორაზეც
გზების დეპარტამენტი - სტიქიის ზონაში მუშაობა გრძელდება, ამ დროისთვის 78 ერთეული მძიმე ტექნიკაა მობილიზებული, ძებნისა და კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე დღვიორაზეც

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, რაჭის სტიქიის ზონაში მუშაობა გრძელდება.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში სულ მობილიზებულია 78 ერთეული მძიმე ტექნიკა.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტექნიკის მობილიზება საძიებო სამუშაოებისთვის და მუშაობა მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ შვიდ მდებარეობეაზე.

„დროებითი ხიდის მიმდებარედ გრძელდება მდინარის კალაპოტის ფორმირებისა და მჟავე წყლებთან შემოვლითი გზის მოწყობის სამუშაოები.

ძებნისა და კალაპოტის გაწმენდის სამუშაოები მიმდინარეობს მდინარე დღვიორაზეც. დამატებითი და გაფართოებული დავალებებისთვის ადგილზე მობილიზებულია დამატებითი რესურსი“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.