„გზა მზისკენ“ - თვითნასწავლი მხატვრის, ნუცა დუჩიძის გამოფენა „არტ-კაფეში“ გაიხსნა
„გზა მზისკენ“ – ასე ჰქვია თვითნასწავლი მხატვრის, ნუცა დუჩიძის გამოფენას, რომელიც „არტ-კაფეში“ გაიხსნა. გამოფენაზე სხვადასხვა თემატიკაზე შესრულებული 30-ზე ნამუშევარი გამოიფინა.
თვითნასწავლი მხატვრის ნამუშევრები შესრულებულია შერეული ტექნიკით, პასტელითა და აკრილით.
„ვხატავ რაც მინდა, რაც მომწონს. როგორც ჩანს, ჩემში იყო დაგროვილი ბევრი დადებითი ემოცია და გადმოდის ეს ტილოზე. ვინაიდან ვარ თვითნასწავლი მხატვარი, ამ გამოფენით მინდოდა მეთქვა, არაფერია შეუძლებელი, მთავარია ვიაროთ მზისკენ, პოზიტივისკენ, სიკეთისკენ და ბედნიერებისკენ“,- განაცხადა ნუცა დუჩიძემ.
გამოფენა ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.