gwp კრწანისის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს
gwp კრწანისის რაიონში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ კრწანისის რაიონში, ახალი ხეივნის ქ. 1 ჩიხი N 2-ში, გამრიცხველიანების პროექტის ფარგლებში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

კომპანიის ინფორმაციით, აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 13:00 სთ-დან 18:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდებათ ახალი ხეივნის, დიდი ხეივნის, I, II,III ხეივნის, წითლანაძის ქუჩას და ჩიხებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.