GWP - მთაწმინდა-კრწანისისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებში წყალმომარაგება 07:00 საათზე აღდგება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“(GWP)-ის ინფორმაციით, მთაწმინდა-კრწანისისა და ვაკე-საბურთალოს რაიონებს წყალმომარაგება 07:00 საათზე აღუდგება.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, ბახტრიონის სატუმბო სადგურში მნიშვნელოვანი ტექნიკური სამუშაოები ხორციელდება.
„აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის სამუშაოების განხორციელება წყალმომარაგების შეზღუდვის გარეშე შეუძლებელია. ჩვენ გვესმის თქვენი დისკომფორტი და სწორედ ამის გამო, ტექნიკური სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება და დილით 07:00 საათზე დასრულდება. შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება მთაწმინდა-კრწანისის და ვაკე-საბურთალოს რაიონების წყალმომარაგება“,- განაცხადა კომპანიის დირექტორმა ოპერაციების მართვის დარგში მამუკა კიკალიშვილმა.