გვატემალის ყოფილი დიქტატორი ეფრაინ რიოს მონტი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა
გვატემალის ყოფილი დიქტატორი ეფრაინ რიოს მონტი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მის წინააღმდეგ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობების საქმეზე პროცესი 2015 წელს რიოს მონტის დიაგნოზის გამო შეწყდა. მას დემენცია დაუდგინდა.
საქმე 1980-იან წლებში მომხდარ მკვლელობებს ეხება. დიქტატორის წინააღმდეგ არაერთი ბრალდება იყო წარდგენილი.
2013 წელს რიოს მონტის ჩადენილი დანაშაულებისთვის სასამართლომ 80 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მოგვიანებით კი საკონსტიტუციო სასამართლომ, ვერდიქტის დროს დაშვებული შეცდომების გამო, განაჩენი გააუქმა, რის შემდეგაც გამოძიების ახალი პროცესი დაიწყო.