გვატემალაში ფუეგოს ვულკანი კვლავ ამოიფრქვა. სამაშველო სამსახურებმა მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. ლავის მიმართულება ამჯერად მთის სამხრეთი ნაწილია.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება. ამოფრქვევის დროს მაშველები ჯერ კიდევ სამძებრო სამუშაოებს აწარმოებდნენ.
3 ივნისს ვულკან ფუეგოს ამოფრქვევის შედეგად 72 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაშავდა. კიდევ ათობით პირი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა. სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ მსხვერპლის რიცხვი კიდევ გაიზრდება.
ათასობით ადგილობრივს სტიქიური უბედურების გამო მშობლიური სახლის დატოვება მოუხდა.
საერთო ჯამში, ვულკანის ამოფრქვევის შედეგად 1,7 მილიონი ადამიანი დაშავდა. ქვეყანაში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.
ავტორი -
გვანცა ფოცხვერია