გვატემალას საკუთარი საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადააქვს
გვატემალას საკუთარი საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადააქვს

გვატემალის პრეზიდენტმა, ჯიმი მორალესმა განკარგულება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, ისრაელში გვატემალის საელჩო თელ-ავივიდან იერუსალიმში გადავა.

განცხადებაში, რომელიც მორალესმა Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა, ნათქვამია, რომ მან ეს გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრის შემდეგ მიიღო.

გვატემალა ერთ-ერთი იყო იმ შვიდი ქვეყნიდან, რომლებმაც გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე, აშშ-სთან ერთად, იერუსალიმის სტატუსის უცვლელობის შესახებ რეზოლუციის წინააღმდეგ მისცეს ხმა.

აშშ გვატემალის მნიშვნელოვანი დონორია. მანამდე დონალდ ტრამპი იმ ქვეყნებს, რომლებიც გაერო-ს ასამბლეის სხდომაზე მათ წინააღმდეგ მისცემდა ხმას, დაფინანსების შეწყვეტით დაემუქრა.