გვატემალას პრეზიდენტი - გვატემალა აშშ-ს მოკავშირეა, თუმცა აშშ არ გვექცევა, როგორც მოკავშირეს
გვატემალას პრეზიდენტი ალეხანდრო ჯიამატეი აშშ-ს ქვეყნის მიმართ უსამართლო ქმედებებში ამხილებს და აცხადებს, რომ აშშ მას როგორც მოკავშირეს, ისე არ ექცევა. „კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელების შემდეგ აშშ-მ იმიგრანტების საკუთარ ქვეყნებში დაბრუნება დაიწყო, თუმცა ამასთანავე ქვეყნებს სამედიცინო დახმარებასაც უწევს.
როგორც გვატემალას პრეზიდენტი აცხადებს, მისი ქვეყნის შემთხვევაში გვატემალას მოსახლეობას აშშ-სგან არავითარი დახმარება არ მიუღია. აშშ-დან გვატემალაში უკვე 119 ინფიცირებული იმიგრანტი დაბრუნდა.
„აშშ სხვა ქვეყნებს დახმარებას უწევს, მათ შორის სასუნთქი აპარატებითაც, თუმცა ჩვენთან ჯერ არაფერი მოსულა. ჩვენ უკმაყოფილოები ვართ, როგორც გვექცევიან“, – აცხადებს ჯიამატეი.
აპრილის შუა რიცხვებში ქვეყანამ დროებით შეაჩერა აშშ-დან იმიგრანტების მიღება, რადგან ადგილობრივი მთავრობის თქმით, ეს ქვეყანაში ეპიდსიტუაციას შეზღუდული რესურსების ფონზე კიდევ უფრო ართულდება. ამ
გადაწყვეტილების შემდეგ აშშ-მ თავიანთ ქვეყნებში მიმავალი იმიგრანტების ტესტირებები დაიწყო, თუმცა გვატემალაში დაბრუნებულ იმიგრანტებს შორის 16 ინფიცირებული კვლავ აღმოჩნდა. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.