გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მოსახლეობა პენსიას „ლიბერთი ბანკის“ მოძრავი სადგურის მეშვეობით მიიღებს
ქობულეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში – გვარაში, მუხაესტატეში, ლეღვასა და წყავროკაში მოსახლეობა კუთვნილ პენსიას „ლიბერთი ბანკის“ მოძრავი სადგურის მეშვეობით მიიღებს.
ქობულეთის მერის, მირიან ქათამაძის ინფორმაციით, სადგური მუშაობას ხვალ სოფელ ლეღვადან დაიწყებს.
„ხვალიდან მკაცრი გრაფიკით მუშაობას დაიწყებს „ლიბერთი ბანკის“ სადგური, რომელიც მოემსახურება ოთხივე ადმინისტრაციული ერთეულს, დაიწყება ლეღვადან და გაგრძელდება გრაფიკის მიხედვით. ეს ადგილობრივებს მისცემს შესაძლებლობას, მიიღონ საბანკო მომსახურება. ეს განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის არის მნიშვნელოვანი, რომლებიც პენსიონერები არიან და შესაბამისად, ხვალ შეეძლებათ გაანაღდონ საპენსიო თანხა, რომელიც მათ ერიცხებათ“, – განაცხადა მირიან ქათამაძემ.