„ჩელსისა“ და „ტოტენჰემის“ ყოფილი ნახევარმცველი გუსტავო პოიეტი საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახდა.
54 წლის ურუგვაელმა 2023 წლის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციასთან. ხელშეკრულებაში იქნება პუნქტი კონტრაქტის ევრო 2024-მდე გაგრძელების შესაძლებლობით.
პოიეტმა საბერძნეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ნიდერლანდელი ჯონ ვან’ტ სხიპი შეცვალა.
ევროპაში გუსტავო პოიეტს უმუშავია „სანდერლენდში“, აეკ-ში, „ბეტისსა“ და „ბორდოში“. მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო ჩილეს კლუბი „უნივერსიდად კატოლიკა“.