საბერძნეთის ნაკრები სკანდალში გაეხვია - 26 მარტის თბილისური ფინალის შემდეგ მათი მოთამაშე დოპინგის ტესტზე ჩავარდა #1TVSPORT
საბერძნეთის ნაკრები სკანდალში გაეხვია - 26 მარტის თბილისური ფინალის შემდეგ მათი მოთამაშე დოპინგის ტესტზე ჩავარდა #1TVSPORT

საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მოთამაშეს თბილისში 26 მარტს გამართული ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალის შემდეგ ტესტკონტროლზე აკრძალული ნივთიერება აღმოუჩინეს და გუნდი დოპინგსკანდალში გაეხვია, – ინფორმაციას Greekcitytimes-ი ავრცელებს.

„საბერძნეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები დოპინგსკანდალის წინაშე დგას

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაკრების ერთ-ერთ ფეხბურთელს საქართველოსთან მატჩის შემდეგ დოპინგის ტესტზე დადებითი პასუხი აქვს. „ლურჯ-თეთრებს“ დოპინგის სკანდალის შესახებ ახნა-განმარტების გაკეთება მოუწევთ.

საბერძნეთის ნაკრების ფეხბურთელსთვის ჩატარებულმა თავდაპირველმა ანტიდოპინგურმა ტესტმა აკრძალულ ნივთიერებაზე დადებითი შედეგი აჩვენა. შედეგები ლოზანის საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ დაადასტურა და შემდგომი შესწავლა დაიწყო.

ტესტირების მეორე რაუნდის დასრულებამდე მოთამაშის ვინაობა გაურკვეველი რჩება. თავად საბერძნეთის გუნდს დაუყოვნებელი სანქციები არ დაემუქრება. თუმცა, თუ მოთამაშეს განმეორებით ტესტზე კვლავ დადებითი პასუხი ექნება, მას ინდივიდუალურ სასჯელს დააკისრებენ.

ინციდენტმა საბერძნეთის საფეხბურთო წრეებში შოკი გამოიწვია. გამოძიების დაწყებისთანავე მოვლენების შემდგომი გამწვავებაა მოსალოდნელი“, – წერს ბერძნული გამოცემა.