საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT
საქართველოს ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის ემზადება #1TVSPORT

ლუქსემბურგთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება.

26 მარტს, 19:00 საათიდან რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიის მიერ ორგანიზებული „ფანზონა“ იფუნქციონირებს, სადაც მატჩის დიდ ეკრანზე ტრანსლირება მოხდება. მოეწყობა სხვადასხვა გასართობი ღონისძიება. ადგილზე იმუშავებს კვების ობიექტები და ნაკრების ოფიციალური „ფანშოპი“, სადაც საგულშემატკივრო ატრიბუტიკის შეძენა იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 23 მარტს, 12:00 საათზე დაიწყო და 5 საათში ყველა ბილეთი გაიყიდა, რაც ბოლო დროს „ჯვაროსნების“ თამაშებზე ჩვეული ამბავი გახდა.

26 მარტს ვილი სანიოლის გუნდი „დინამო არენაზე“ საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება. გამარჯვებული გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.

მატჩის პირდაპირი რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.