ვილი სანიოლი - ფეხბურთელები ახლა უფრო მზად არიან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის, ვიდრე ოდესმე #1TVSPORT
ვილი სანიოლი - ფეხბურთელები ახლა უფრო მზად არიან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის, ვიდრე ოდესმე #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი საბერძნეთთან ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალამდე მედიას შეხვდა და ამ უმნიშვნელოვანეს მატჩამდე გუნდის მზადყოფნაზე ისაუბრა.

„რამდენად კარგად გრძნობენ თავს ნაკრების წევრები? იყო 4-5 დღე თამაშამდე, წინა მატჩისგან განსხვავებით და აღდგენებისთვის მეტი დრო მოგვეცა. ლუქსემბურგის შემდეგ 26-ივე მოთამაშე მზად არის. დაგვრჩა ბოლო ვარჯიში. მეტოქეს რაც შეეხება, არ მინდა ამაზე საუბარი, რადგან მირჩევნია, ყურადღება საკუთარ გუნდზე გავამახვილოთ.

როდესაც გავიგეთ, რომ საბერძნეთს შევხდებოდით, ვიცოდით, რომ რთული თამაში იქნებოდა, რადგან კარგი ფეხბურთელები ჰყავთ. ფინალი და მოგება ორივეს გვინდა. გამარჯვებულის მენტალიტეტია, რას გააკეთებ გუნდისთვის. ოცნება ყველას შეუძლია, მაგრამ თამაში – ცოტას. ყოველდღე მიზნისთვის უნდა იცხოვრო და ამისთვის ყოველდღე რაღაც გააკეთო.

მინდა, მივულოცო ჩემს ფეხბურთელებს, რადგან მათში არის წინსვლის მისწრაფება და ახლა უფრო მზად არიან მნიშვნელოვანი თამაშებისთვის, ვიდრე ოდესმე.

თამაში არა 90, არამედ, შეიძლება, 120 წუთი გაგრძელდეს. თუმცა მე დარწმუნებული ვარ, ჩემი გუნდი ყველაფრისთის მზადაა. ვემზადებით თუ არა პენალტების სერიისთვის? დიახ, გვესმის, რომ პენალტების სერიაც შეიძლება იყო და ამაზეც ვვარჯიშობთ“, – ამბობს ვილი სანიოლი.