ანტენტოკუნმპო საბერძნეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა #1TVSPORT
ანტენტოკუნმპო საბერძნეთის ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვდა #1TVSPORT

საბერძნეთის ნაკრებმა დაიწყო მზადება მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატისთვის. პირველ რიგში, ყველას აინტერესებდა, მოხვდებოდა თუ არა იანის ანტენტოკუნმპო წინასწარ განაცხადში. ცოტა ხნის წინ ბერძენმა ვარსკვლავმა მარცხენა მუხლზე მკურნალობის კურსი ჩაიტარა, რამაც ეჭვქვეშ დააყენა მისი გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე.

როგორც გამოცემა BasketNews-ი წერს, იანისი მაინც მოხვდა გაფართოებულ შემადგენლობაში. ის მოემზადება გუნდთან ერთად, მაგრამ მის მონაწილეობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მაინც „მილუოკი“ მიიღებს.

საბერძნეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფში აშშ-სთან, ახალ ზელანდიასა და იორდანიასთან ითამაშებს.