საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ ყაზახეთთან შეხვედრამდე სუპერლიგას ეროვნული ჩემპიონატის მატჩების გადადება სთხოვა #1TVSPORT
საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ ყაზახეთთან შეხვედრამდე სუპერლიგას ეროვნული ჩემპიონატის მატჩების გადადება სთხოვა #1TVSPORT

საბერძნეთის ფეხბურთის ფედერაციამ საბერძნეთის სუპერლიგას ეროვნული ჩემპიონატის მატჩების გადადება სთხოვა, რათა 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის პლეიოფისთვის გუნდი უკეთ მოემზადოს.

ბერძნული მედიის ცნობით, ამის გამო 17 მარტს დაგეგმილი ჩემპიონატის პლეიოფის მეორე ტურის მატჩები, შესაძლოა, არ ჩატარდეს.

შეგახსენებთ, რომ 21 მარტს საბერძნეთის ნაკრები ათენში ყაზახეთს უმასპინძლებს. ამ დაპირისპირების გამარჯვებული პლეიოფის ფინალში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის საქართველო-ლუქსემბურგის წყვილის გამარჯვებულს გასვლაზე შეხვდება.