გუშინდელი აქციისას საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს
გუშინდელი აქციისას თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
„გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია 14 ოქტომბერს თბილისის საკრებულოს შენობაში არსებული ტექნიკური საშუალებების შესახებ. აღნიშნული მოძრავი რეპიტერია, წარმოადგენს საპოლიციო ინფრასტრუქტურას, რომელიც აძლიერებს როგორც რადიოსიგნალის მექანიზმს, ასევე, ფიჭურ მობილურ კავშირს.
ის გამოიყენება საპოლიციო დანაყოფებს შორის გამართული მუშაობის მიზნით.
აღნიშნული ტექნიკის მობილიზება ხდება ყველა იმ შემთხვევაში, სადაც შესაძლოა, გახდეს საჭირო მასების მართვა და შეუფერხებელი კომუნიკაციის დამყარება საპოლიციო დანაყოფებს შორის – როგორც რადიოსადგურის, ასევე, მობილური კავშირის მეშვეობით“, – აცხადებენ შსს-ში.