გურჯაანში, სტიქიის ადგილზე „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბოტკოველის გამოჩენას ხმაური მოჰყვა. მას „ქართული ოცნების“ წევრები და მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. მათ ბოტკოველი პიარკამპანიაში დაადანაშაულეს.
როგორც გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, სადაც პრობლემებია, პარტია იქ არის.
„მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ მაშველები, ჩვენ ვხედავდით, მაგრამ მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ დროზე მოხდეს ამ ადამიანებამდე მისვლა“, – განაცხადა ბოტკოველმა.
ამასთან, ერთ-ერთი ადგილობრივის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ასეთ დროს მხოლოდ პიარისთვის მოდის.
„სადაც სტიქიური უბედურება, თუ რამე ცუდი მოხდება, ყველაფერს ამ მთავრობას აბრალებენ“, – განაცხადა ადგილობრივმა.