გურჯაანის მუნიციპლიტეტის სოფელ ვეჯინში, საცხოვრებელ სახლში აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, აფეთქება ბურნებრივი აირის გაჟონვამ გამოიწვია.
პირველი არხის ჟურნალისტის ცნობით, შემთხვევის დროს სახლში მეპატრონესთან ერთად მეზობელიც იმყოფებოდა.
სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ორივე დაშავებული რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის სახლის მეპატრონე სამედიცინო დაწესებულებიდან გაწერეს, რადგან მას შედარებით მსუბუქი დაზიანებები აღენიშნებოდა.
თავის არეში მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში რჩება მეზობელი.
როგორც პირველ არხს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.