გურჯაანის მუნიციპალიტეტში სეტყვაა, რამაც სამი სოფელი დააზარალა.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სეტყვის შედეგად სოფელ მელაანში, არაშენდასა და ჩალაუბანში ვენახების ნაწილი, ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის თქმით, წინასწარი ინფორმაციით ზარალი დიდი არ არის. მერიის თანამშრომლები ვითარებას ადგილზე ეცნობიან და ზარალის ოდენობა მოგვიანებით დაზუსტდება.