გურიის სამივე მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს კორონავირუსზე ანალიზი აუღეს
გურიის სამივე მუნიციპალიტეტში სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს კორონავირუსზე ანალიზი უკვე აუღეს.
აღნიშნული ღონისძიება გეგმურია და იგი პრევენციული ხასიათისაა. გურიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ოზურგეთში ანალიზი აუღეს 52 პირს, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 38, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში კი, 36 თანამშრომელს.
„ამ ეტაპზე ცნობილია ოზურგეთში და ლანჩხუთში ჩატარებული კვლევების პასუხები. არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. რაც შეეხება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, მათ პასუხებს დღეს საღამოს მივიღებთ“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, არჩილ მჟავიამ.