გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო ღონისძიებები ჩატარდა
კორონავირუსთან დაკავშირებით პრევენციის მიზნით, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო ღონისძიებები, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად ჩატარდა.
დეზინფექცია უტარდება ლანჩხუთისა და ოზურგეთის მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებსა და ამბულატორიებს. რეგიონში ჯამში 101 საჯარო სკოლა და 85 საბავშო ბაღი დამუშავდა. საგანმანათლებლო დაწესებულებების გარდა სპეციალური ხსნარით დამუშავდა სპორტული და კულტურული ობიექტები, სოციალური მომსახურების სააგენტო, აგრარული ბაზარი და ადმინისტრაციული შენობები.
„რეგიონში დეზინფექცია უტარდება მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებს, ამბულატორიებს. სამუშაოები მომდევნო დღეებშიც განხორციელდება. მოვუწოდებ მოქალაქეებს, დაიცვან რეკომენდაციები და დარჩნენ სახლში“, – განაცხადა სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.