გურიის გუბერნატორი ზურაბ ნასარაია და დეპუტატი ნინო წილოსანი ლანჩხუთის სოფლების მცხოვრებლებს შეხვდნენ
გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია და პარლამენტში ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ლანჩხუთის სოფლების გვიმბალაურის, მამათის, აკეთისა და აცანის მცხოვრებლებს შეხვდნენ.
შეხვედრაში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე მომავალი წლის ბიუჯეტზე ისაუბრეს. მოსახლეობამ მათთვის მთავარ პრიორიტეტულ საკითხად წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია, შიდა გზების მოწესრიგება და გაზიფიცირება დაასახელა.
ლანჩხუთის მერიის ინფორმაციით, შეხვედრებზე წამოჭრილი პრობლემები ეტაპობრივად, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით გადაიჭრება.