გურიაში ყველა სასაფლაოსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ამ დრომდე დაწესებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტი არ დაფიქსირებულა.
„გურიის რეგიონში სამართალდამცველები, ასევე სამივე მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლები სოფლებში სასაფლაოებზე მონიტორინგს მეორე დღეა ახორციელებენ. გუშინაც და დღესაც კონტროლი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მოსახლეობის მხრიდან სასაფლაოზე შესვლის მცდელობა არ ყოფილა. ისინი შეზღუდვებს გაგებით მოეკიდნენ. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, რომ დარჩნენ სახლში და დაიცვან რეკომენდაციები, რათა გაუფრთხილდნენ მათ და სხვის ჯანმრთელობას“, – განაცხადა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.