გურიაში თვითიზოლაციაში სულ 96 ადამიანი იმყოფება. მათგან ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 16, ოზურგეთში 30, ლანჩხუთში კი 50 პირია თვითიზოლაციაში.
ამასთან, კარანტინში ამ დროისთვის გურიის რეგიონიდან 16 ადამიანი იმყოფება, შვიდმა პირმა კი საკარანტინო სივრცე დატოვა.
„თვითიზოლაციაში მყოფი პირები რეგულარულად მოწმდებიან. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. გურიაში ვითარება კონტროლს ექვემდებარება“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ.