გურიაში თვითიზოლაციაში 116 მოქალაქე იმყოფება, აქედან ლანჩხუთში – 54, ჩოხატაურში – 20, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კი – 42 ადამიანი.
ამასთან, საკარანტინო სივრცეში გურიიდან 31 პირია გადაყვანილი.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსის, არჩილ მჟავიას ინფორმაციით, თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა თანდათან ეწურებათ მოქალაქეებს, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ახლა იწყებენ მას.
„ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ.