გურიაში თვითიზოლაციაში 100 პირი იმყოფება
გურიაში თვითიზოლაციაში 100 პირი იმყოფება

გურიის რეგიონში თვითიზოლაციაში 100 პირი იმყოფება. მათგან 46 პირი ლანჩხუთში, ცხრა – ჩოხატაურში, 45 კი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ირიცხება.

„კარანტინში გურიიდან იმყოფება 18 პირი. ამ რიცხვს დაემატება ის ექვსი ადამიანი, რომლებიც ცოტა ხნის წინ ოზურგეთიდან წაიყვანეს საკარანტინო სივრცეში. აქვე მინდა, გითხრათ, რომ გურიიდან ორი ადამიანი დღეს ასრულებს საკარანტინო ვადას და ისინი დაუბრუნდებიან ოჯახებს. ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ.