გურიაში თვითიზოლაციაში 100 მოქალაქე იმყოფება
გურიაში თვითიზოლაციაში 100 მოქალაქე იმყოფება

გურიაში თვითიზოლაციაში 100 მოქალაქე იმყოფება, აქედან ლანჩხუთში – 49, ჩოხატაურში – 11, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში კი, – 40 ადამიანი. საკარანტინო სივრცეში გურიიდან 21 პირი გადაიყვანეს.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსის არჩილ მჟავიას ინფორმაციით, სამ მოქალაქეს თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა  ამოეწურა.

„ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების უფროსმა, არჩილ მჟავიამ.