გურიაში, სოფელ ვაკიჯვარში ქარსაცავი ზოლი იწვის. შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, რთული რელიეფის გამო, ხანძრის ლოკალიზება ჯერ ვერ ხერხდება.
„ადგილზე მობილიზებულია ექვსი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი, 60-მდე მეხანძრე-მაშველი. მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები. საჭიროების შემთხვევაში გათენებისთანავე ქრობის სამუშაოებში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი“,- აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.