გურიაში სკოლის მიკროავტუბსებზე დასაქმებული მძღოლები სამი თვის შრომის ანაზღაურებას ითხოვენ
გურიაში სკოლის მიკროავტუბსებზე დასაქმებული მძღოლები სამი თვის შრომის ანაზღაურებას ითხოვენ.
აღნიშნული მოთხოვნით მათ დღეს აქცია გამართეს. მძღოლები ამბობენ, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ამ პრობლემის წინაშე არაერთხელ აღმოჩნდნენ. მათივე თქმით, ანალოგიური პრობლემა აქვთ გურიის რეგიონში სხვა სასკოლო ავტობუსების მძღოლებსაც. აქციის მონაწილეთა განმარტებით, საკითხი უახლოეს დღეებში თუ არ მოგვარდება, ისინი მუშაობას ვერ გააგრძელებენ.
ტენდერში გამარჯვებული კომპანიის წარმომადგენელი, რომელიც მძღოლების სახელფასო ანაზღაურებას უზრუნველყოფს, ამბობს, რომ საუბარია არა სამი თვის, არამედ ერთი თვის ანაზღაურებაზე. მისივე თქმით, დავალიანების ჩარიცხვა უახლოეს საათებში მოხდება.