გურიაში სახელმწიფო რწმუნებული - ყველაფერი კეთდება, რათა ზარალი მაქსიმალურად მცირე იყოს და მოკლე პერიოდში აღმოიფხვრას, მოსახლეობის ნებისმიერი საჭიროება დაკმაყოფილდება
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული - ყველაფერი კეთდება, რათა ზარალი მაქსიმალურად მცირე იყოს და მოკლე პერიოდში აღმოიფხვრას, მოსახლეობის ნებისმიერი საჭიროება დაკმაყოფილდება

ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად მცირე იყოს ზარალი და მოკლე პერიოდში მოხდეს ზიანის აღმოფხვრა, – ამის შესახებ გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მოსახლეობასთან არის მუდმივი კომუნიკაცია აქვთ და მათი ნებისმიერი საჭიროება დაკმაყოფილდება.

„უხვმა ნალექმა საკმაოდ დიდი ზიანი მიაყენა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებს. განვითარდა მეწყრული პროცესები. დაზიანებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, წაღებულია ხიდები. სამწუხაროდ, სტიქიას არ ჩაუვლია მსხვერპლის გარეშე. ორი გარდაცვლილია, ერთი მოზარდი და მეორე ხანში შესული ადამიანი. საძიებო სამუშაოები ერთ მოზარდთან დაკავშირებით გრძელდება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი ტექნიკა და უწყება. ადამიანებთან მუდმივ კომუნიკაციაზე იმყოფებიან როგორც სამაშველო სამსახურის, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მაქსიმალურად მცირე იყოს ზარალი და მოკლე პერიოდში მოხდეს ზიანის აღმოფხვრა. ყველა ადამიანთან არის მუდმივი კომუნიკაცია და მათი ნებისმიერი საჭიროება იქნება დაკმაყოფილებული“, – განაცხდა გიორგი ურუშაძემ.