გურიაში სახელმწიფო რწმუნებული არ გამორიცხავს, რომ ოზურგეთში სკოლები სწავლის ონლაინრეჟიმზე გადავიდეს
გურიაში სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია არ გამორიცხავს, რომ ოზურგეთში სკოლები სწავლის ონლაინრეჟიმზე გადავიდეს.
მისივე თქმით, საკითხი ჯერ დაზუსტებული არ არის. ამასთან, ზურაბ ნასარაიას განმარტებით, ჩოხატაურსა და ლანჩხუთში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
„ოზურგეთი მომატებული რისკის ზონა ხდება, „აჭარა ტექსტილში“ თანამშრომლებს შორის ინფიცირებულები არიან, ბევრი ოზურგეთში მცხოვრებია. ვამუშავებთ სქემას, რომ ოზურგეთის სკოლები ნელ-ნელა გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე, თუმცა ეს ჯერ დაზუსტებული არ არის და საჭიროებს შეთანხმებას შესაბამის უწყებასთან. ლანჩხუთისა და ჩოხატაურის სკოლებში სწავლა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. რაც შეეხება სოფელ ლაითურს, იქ შეზღუდვები კვლავაც გრძელდება, მაგრამ გადაადგილების შეზღუდვა არ ვრცელდება არც სადისტრიბუციო კომპანიებზე და არც იმ პირებზე, რომლებიც სხვაგან არიან დასაქმებული“, – განაცხადა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ.