გურიაში რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს
აგვისტოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, გურიის სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ, ოზურგეთის მერმა კონსტანტინე შარაშენიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიამ და თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალი და მათი საფლავები ყვავილების გვირგვინით შეამკეს.
„უმძიმესი ისტორია, რომელიც გვახსოვს და გვემახსოვრება. აგვისტოს ომიდან დღეს 12 წელი შესრულდა. საქართველომ ქვეყნის მთლიანობისთვის მებრძოლი გმირები დაკარგა. გმირები, რომლებიც არ შეუშინდნენ რუსულ აგრესიას და სიცოცხლის ბოლო წუთამდე სამშობლოს თავგანწირვით იცავდნენ. ქედს ვიხრი ომში დაღუპული ვაჟკაცების ხსოვნის წინაშე და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს“, – განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.
2008 წლის აგვისტოს ომს გურიის რეგიონიდან ცხრა ადამიანი ემსხვერპლა.