გურიაში ორი დღის წინ დაკარგული გოგონა პოლიციამ იპოვა. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელში შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა.
ოზურგეთში სოფელ შემოქმედის მკვიდრი 17 წლის მ.ბ. ორი დღის გაუჩინარდა.
არსებული ინფორმაციით, მეთორმეტეკლასელი გოგონა ორი დღის წინ ბოლოს სკოლაში ნახეს, სკოლის შენობიდან გასვლის შემდეგ კი, აღარავის უნახავს.