„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, გურიაში მოცვის ახალი ბაღი გაშენდა.
ბაღი „დანერგე მომავალის“ ბენეფიციარმა, შპს „ბლუბერი“-მ 6.9 ჰა მიწის ფართობზე გააშენა. ხეხილის ბაღი ოზურგეთის დაბა ნარუჯაში მდებარეობს.
ბენეფიციარმა ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 100,000 ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 96,617.63 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 3,382.37 ლარი – წვეთოვანი სისტემებისთვის.
პროექტის „დანერგე მომავალი” ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 5,201 ჰექტარზე და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 27,632,812 ლარს შეადგენს. აქედან, გურიის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 150 ჰა მიწის ფართობზე, ჯამურმა თანადაფინანსებამ 1,026,175 ლარი შეადგინა.