გურიაში კორონავირუსზე გეგმური ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს
კორონავირუსის 326 ახალი შემთხვევიდან ექვსი გურიაში გამოვლინდა. სახელმწიფო რწმუნებულის, ზურაბ ნასარაიას ინფორმაციით, ყველა მათგანი პირველადი კონტაქტების ოჯახის წევრები არიან. მისივე თქმით, კორონავირუსზე რეგიონში მიზნობრივი და გეგმური ტესტირება გრძელდება.
,,გურიაში ექვსი ახალი შემთხვევა გვაქვს. ,,კოვიდ-19“ ძირითადად ლანჩხუთის სოფელ ლესაში დაფიქსირდა. ინფიცირებულები პირველადი კონტაქტების ოჯახის წევრები არიან, ნაწილი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, ერთი კი საკარანტინე სივრცეში. გამოჯანმრთელდა რამდენიმე პაციენტი. დღის მეორე ნახევარში ველოდებით 105 პირის ლაბორატორიული კვლევის შედეგს. მიმდინარეობს მიზნობრივი და გეგმური კვლევები ,“- განაცხადა ზურაბ ნასარაიამ.