გურიაში გამოვლენილი კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ორი ოზურგეთში, ასევე ორი შემთხვევა ლანჩხუთში, ერთი კი ჩოხატაურში დაფიქსირდა.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის გურიის განყოფილებაში აცხადებენ, დღევანდელი მონაცემებით, გურიაში ეპიდემიოლოგური ვითარება კონტროლს ექვემდებარება.
,,მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. მიუხედავად კორონავირუსის მომატებული შემთხვევებისა, გურიაში ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება და პანიკის საფუძველი არ არსებობს“, – აცხადებენ ჯანდაცვის ცენტრში.