გურიაში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. „კოვიდ-19“ ოზურგეთის მცხოვრებს დაუფიქსირდა.
„ამ დროის მონაცემებით გურიაში გვაქვს 49 შემთხვევა, ერთი დღეს დაგვემატა. 49 კონტაქტი დავადგინეთ გუშინდელი ინფიცირებულების, რომელთანაც გვექნება სამუშაო ამ 12 დღის განმავლობაში. პასუხები ჯერჯერობით არ გვაქვს. ლაითურში ორი შემთხვევა დაგვემატა გუშინ, იქაც მუშაობდა ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვა. ასევე, იქაც ველოდებით ტესტირების პასუხებს“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა არჩილ მჟავიამ.
ამ დროის მონაცემებით, გურიაში გამოსაკვლევად 300-350 ტესტის პასუხი მზადდება.