გურიაში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა
გურიაში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გურიის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის ცხრა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ხუთი – ოზურგეთში, სამი – ჩოხატაურში, ხოლო ერთი ლანჩხუთში გამოვლინდა.

ამასთნ, ოზურგეთის N2 საბავშვო ბაღში ვირუსი მენეჯერსა და მის თანაშემწეს გამოუვლინდათ. შესაბამისად, დაწესებულებაში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ერთი კვირით შეჩერდა. ასევე, ვირუსის დაფიქსირების გამო, ორი კვირით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა ოზურგეთის N2 საჯარო სკოლის ერთი კლასი, სადაც ვირუსი მეხუთეკლასელ მოსწავლეს დაუფიქსირდა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 359 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 202 შემთხვევა, აჭარა – 46, იმერეთი – 19, ქვემო ქართლი – 14, შიდა ქართლი – 14, გურია – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 40, კახეთი – 5, მცხეთა-მთიანეთი – 7, სამცხე-ჯავახეთი – 2, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.