დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან ათი გურიაში გამოვლინდა.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ეპიდკვლევა კვლავაც გრძელდება.
„ოზურგეთში კორონავირუსის შემთხვევათა დინიმიკა ყოველდღიურად იცვლება. ხან მატების დინამიკა გვაქვს, ხანაც კლება შეინიშნება. ვაგრძელებთ მოსახლეობის გატესტვას. მათ შორის ხდება გეგმური ტესტირებები. ვითარება კონტროლს სრულად ექვემდებარება. ახლაც მიმდინარეობს ეპიდკვლევა და ინფიცირებულების კონტაქტების მოძიება“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ოზურგეთის განყოფილებაში.