დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 734 ახალი შემთხვევიდან, 93 გურიაში დაფიქსირდა.
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის არიან სხვადასხვა ასაკის ადამიანები.
„მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. საეჭვო პაციენტების კვლევები გრძელდება. გარდა ,,პისიარ” კვლევებისა, კეთდება ტესტები ანტიგენებზეც. შესაძლოა, დღის განმავლობაში ინფიცირებულთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდოს, რადგანაც კვლევების პროცესი არ წყდება“, – განაცხადეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.