კორონავირუსის დღეს გამოვლენილი 3 128 ახალი შემთხვევიდან 87 გურიაში დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა.
„საეჭვო პაციენტების „პისიარ“ კვლევები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს“, – განაცხადეს დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.