გურიაში კორონავირუსის 53 შემთხვევა დაფიქსირდა.
დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის არიან ბავშვებიც.
„მიმდინარეობს ეპიდკვლევა და კონტაქტების დადგენა. საეჭვო პაციენტების „პისიარ“-კვლევები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. შესაძლოა, მათი რიცხვი კიდევ გაიზარდოს“, – განაცხადეს დაავადებათა კონტროლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილებაში.
საქართველოში კორონავირუსის 3 768 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 4 055 პაციენტი გამოჯანმრთელდა.